საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტრონომიის ასოციაციასთან და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციასთან ერთად, რეგიონებში გასტრონომიულ ტურებს მართავს.
პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონული სამზარეულოების გასტრონომიული მარშრუტების შექმნა და პოპულარიზება, არამატერიალური კულტურული ფასეულობების წარმოჩენა, შიდა ტურიზმის სტიმულირება და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.
პირველი გასტრო ტური იმერეთში გაიმართა. ტურში 20-მდე შეფ-მზარეული, ჟურნალისტი, ფოტოგრაფი, გასტრო მიმართულების ბლოგერი, ინფლუენსერი მონაწილეობდა.
ტურის ფარგლებში, გამოცდილი შეფ-მზარეულები მასპინძლებს კერძის მომზადებაში დაეხმარნენ და გაეცნენ ადგილობრივ რეცეპტებს, ხოლო შემდგომ თავიანთი ხედვით, გააფორმეს კერძები სტუმრებთან წარსადგენად.