საქართველოს გერმანელი ტურისტები სტუმრობენ. ისინი ქვეყანაში ტურისტული კომპანია Visit Georgia-ს მიერ ორგანიზებული ტურით ჩამოვიდნენ და საქართველოში 2 კვირის განმავლობაში დარჩებიან. გერმანელებს ჩვენი ქვეყნის ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულება აქვთ გადაწყვეტილი. ინფორმაციას თავად კომპანია Visit Georgia ავრცელებს.
„მოგესალმებით მეგობრებო! დღეს განსაკუთრებული დღეა! „ვიზიტ ჯორჯიას“ გუნდის დაუღალავმა შრომამ და გაუჩერებელმა მუშაობამ არაჩვეულებირივი შედეგი გამოიღო. დღეს ჩვენ მივიღეთ პირველი ტურისტული ჯგუფი გერმანიიდან. აქვე გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ უახლოეს დღეებში, სხვა ჯგუფებსაც ველოდებით“, –