გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის სომელიეები სტუმრობდნენ.

ღვინის პროფესიონალების ათკაციანი ჯგუფი თბილისსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ეწვია და სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნა.

შეგახსენებთ, გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.