7-8 ნოემბერს Google–ის დეველოპერების ჯგუფის ყოველწლიური ფესტივალი Devfest საქართველოში ჩატარდება. მათთვის, ვისაც აინტერესებთ პროგრამირება და ინოვაციები, Devfest Tbilisi 2015-ზე, რომელსაც წელს #GeoLab უმასწინძლებს.
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური IT ღონისძიება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში მოეწყობა და იგი საერთო ჯამში 30 000-ზე მეტ დეველოპერს გააერთიანებს.
ორდღიანი დეველოპერული ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა:
• ჰაკათონი
• ვორქშოფები
• ღია ლექციები
• Women Techmakers Tbilisi
• გასართობი თამაშები
Devfest თბილისი 2015-ზე მოწვეული იქნებიან:
Baris Yesugey – Google-ის წარმომადგენელი
Oytun Eren Sengul – UI/UX ექსპერტი და ციფრული გამოცდილების კონსულტანტი
Said Tahsin Dane – Google-ის ექსპერტი Android Development-ში
Devfest თბილისი მესამედ გაიმართება და მთელი მსოფლიოს რუკაზე გაბნეული ანალოგიური ღონისძიებების განუყოფლი ნაწილი გახდება.