გრიპის ვირუსის პიკი გადავლილია, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, H1N1-ის, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით გარდაიცვალა 15, ხოლო H3N2-ის ვირუსით – ერთი ადამიანი.
გამყრელიძის განმარტებით, ყველა გავრცელების შემთხვევა იყო ქრონიკული დაავადების ფონზე. ძირითადი მიზეზი იყო დაგვიანებული მიმართვიანობა.
“გრიპის ვირუსის პიკი იყო მიმდინარე წლის მეოთხე კვირა, როცა 100 000 მოსახლეზე 357 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. მეხუთე კვირაში დაიწია მაჩვენებელმა და უკვე 100 000 მოსახლეზე 310 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება მეექვსე კვირას, უკვე დაფიქსირებულია 284 შემთხვევა. სტაციონარში მიმართვიანობა შემცირებულია, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. თებერვალში გრიპის შემთხვევები კიდევ იქნება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
