LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – როგორია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

994
virusi

ზამთრის სეზონის თანმდევი ვირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში – ბათუმში მოზარდს H1N1 ვირუსი უკვე დაუდგინდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, ასევე გამოვლინდა  H2N3 ვირუსის შემთხვევა, რომელიც მცირეწლოვანს აღმოაჩნდა.

გამორიცხული არ არის გრიპის ვირუსის შემთხვევები მარტშიც დაფიქსირდეს - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო კვირის მონაცემებით, ავადობის გავრცელების მაჩვენებელი უკვე 100 ათას მოსახლეზე 100 იყო.

ცენტრში განმარტავენ, რომ A ტიპის ვირუსის გარდა უკვე ცირკულირებს B ტიპის ვირუსები, რომლებიც შედარებით მსუბუქი სიმტპომატიკით ხასიათდება. რაც შეეხებათ პაციენტებს, ისინი ამ დროისთვის უკვე გამოჯანმრთელებულები არიან. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის – ამირან გამყრელიძის თქმით, წელს სეზონური გრიპის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და გასულ წელზე მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები