LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს: ამინდის პროგნოზი

135
FORTUNA.GE- (1)

მომდევნო დღეების განმავლობაში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სითბო შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 თებერვლამდე, სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში ასევე მცირე ნალექია მოსალოდნელი.

დღის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერი +14, +19 გრადუსამდე გათბება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. დედაქალაქში დღის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

magti 5g