LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს იღებენ, 50%-ით გაიზარდა

13721
coronabyalavidze-1

2022 წლის თებერვალში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, წლიურ ჭრილში 7%-ით გაიზარდა, – ინფორმაციას PMCG კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2022 თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 25.5%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2022 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 15.7%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2021 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g