LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში იმის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს, რომ სამოსის ხარისხი დაბალი იყოს“/ “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

46
Copy of @fortuna106.9 (24)

ჩვენ ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და დღეს კიდევ ერთ დამწყებ ბიზნესს გაგაცნობთ. „მინთ ატელიე“ პანდემიის მეორე ტალღის და ლოკდაუნის დროს დაფუძნდა და აწარმოებს ქალის და ბავშვის ტანსაცმლის ექსკლუზიურ მოდელებს. პროდუქციას ყიდიან ონლაინ ასევე აქვთ ერთი მაღაზია პეკინის ქუჩაზე.
პანდემიის დროს ახალი ბიზნესის დაწყების სირთულეებზე ნინა ექსეულიძემ, „მინთ ატელიეს“ დამფუძნებელმა „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

– ნინა, ყველა დამწყები ბიზნესი საქართველოში გარკვეულ გამოწვევებსა და პრობლემებს აწყდება. ერთ-ერთი პირველი პრობლემაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, იმისთვის, რომ განახორციელო შენი, თუნდაც ძალიან კარგი იდეა.
თქვენ რა გამოწვევები გქონდათ ამ გზაზე?

– რთულ პერიოდში დავიწყეთ საქმიანობა, 2019 წლის სექტემბერში, როდესაც ფაქტობრივად დაიწყო ლოკდაუნი. რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე შეგვხვდა.

სამოსი არაა აქტუალური, როდესაც ყველა სახლშია, მოსწონთ სამოსი, მაგრამ არ იციან, სად უნდა ჩაიცვან.
რა თქმა უნდა, რთული იყო…

მე და ჩემმა მეგობარმა თეა რთველიაშვილმა საქმიანობა ჩვენი, ძალიან მცირე სახსრებით დავიწყეთ.
თეა დიზაინერია და თავად არის კონსტრუქტორი. ქსოვილები ლოკდაუნამდე გვქონდა მოძიებული და გარკვეული მარაგი გვქონდა.

ასევე დისტანციურად ბევრი რამ გვქონდა გამოწერილი.
ჯერ კიდევ მცირედით მივდივართ წინ. მომხმარებელმა ჩვენი პროდუქცია მოიწონა, რისთვისაც მას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. იაქტიურა.
ვინც შეიძინა, ხარისხით კმაყოფილია გაყიდვების რაოდენობაც არ იყო პატარა და ვინც ვერ შეიძინა, გეგმავს, რომ მომავალში აუცილებლად იყიდოს. ერთ რომ შეიძენს მეორე და მესამე მოდელზეც უჩნდება ინტერესი. ამ ყველაფერმა სტიმული მოგვცა.

–  ნინა, თქვენ შეხვედით ბაზარზე, რომელსაც შეგვიძლია, საფეიქრო ბაზარი დავარქვათ. მესმის, რომ ეს არაა ძალიან დიდი მასშტაბის მრეწველობა, ნელ-ნელა ეს დარგი კიდევ უფრო ვითარდება, რადგან საქართველოს ამ მიმართულებით ჰქონდა გარკვეული გამოცდილება.

იყვნენ ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ საფეიქრო მრეწველობაში.
პლუს ჩვენი მეზობელი თურქეთი ერთ-ერთი გიგანტია ამ მიმართულებით და ეს გამოცდილება შემოვიდა ჩვენთან.
ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია. ირგვლივ ყველა რაღაცას კერავს…

თქვენი კონკურენტული უპირატესობა რა არის? ფასი?  ხარისხი? – როგორ უძლებთ კონკურენციას?

-კონკურენცია ძალიან დიდია. სფერო ძალიან აქტიურია როგორც საქართველოში, ისე მეზობელ ქვეყანაში.
ჩვენი გამორჩეული ნიშა ის არის, რომ ვართ ძალიან ინდივიდუალურები და განსხვავებულები.
მსგავსი მოდელები არ შემხვედრია თუნდაც არც მაღაზიებში. განსხვავებულია. ყველა მოდელს აქვს ჩვენეული.
ხარისხი –  როგორც ქსოვილის, ისე შესრულება მაქსიმუმამდე გვყავს აყვანილი.

დღეს ხარისხით კონკურენცია თუ არ გაუწიე კონკურენტებს, სხვანაირად არსებობა შეუძლებელია. როდესაც უხარისხო პროდუქცია გაქვს, შეიძლება მხოლოდ ერთხელ გაყიდო და მერე მომხმარებელს კარგავ. ამიტომ ამის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს საქართველოში , რომ ხარისხი დაბალი იყოს.

ფასები კი შესაბამისობაშია რეალობასთან. არ გვაქვს მაღალი და ვცდილობთ, იყოს მაქსიმალურად ადეკვატური ფასი.
კონკურენცია ძალიან დიდია და ეს კარგიცაა, უფრო აქტიურდები და უფრო მეტს და მეტს აკეთებ.
ვისაც ჩვენი მოდელები აქვს ნანახი, განსხვავებულია. ამას ბევრი აღნიშნავს.

ქურთუკს, პიჯაკს – ყველას აქვს თავისი ნიშა. გამორჩეულია იმისგან, რაც თბილისში იყიდება.
ჩვენ სერიულ წარმოებას არ ვაკეთებთ და ვერც ინდივიდუალურ დაკვეთებს ვერ ვიღებთ, რადგან მუშახელი საკმაოდ რთული მოსაძიებელია, საკმაოდ მაღალანაზღაურებადია. როცა კარგი მუშახელი გინდა, რა თქმა უნდა, ფასიც უნდა გადაიხადო. ამიტომ არ გვაქვს სერიული წარმოება და ყველა მოდელი განსხვავებულია.

-მუშახელის პრობლემაზე ბევრი საუბრობს, განსაკუთრებით საშუალო და დაბალანაზღაურებად მუშახელის მოძიებაა რთული.
თქვენთან რამდენი ადამიანია დასაქმებული? როდის ფიქრობთ უფრო მეტად გაფართოებას?
-ბიზნესის გაფართოების ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და ამის მცდელობა გვქონდა. რამდენიმე ვარიანტიც განვიხილეთ, მაგრამ სამწუხაროდ ზოგჯერ ვერ „დაიდო“ ის ხარისხი, რაც გვინდოდა.

ამ ეტაპზე ვართ სამნი, ერთმანეთს ვენაცვლებით და ნელ-ნელა წინ მივდივართ.
გეგმაში გვაქვს, რომ მუშახელის რაოდენობა გავზარდოთ, მაგრამ ძალიან რთულია ჯერ მოპოვება და შემდეგ იმ ხარისხს, რასაც ვითხოვთ, იმას შესაბამისი ანაზღაურება სჭირდება და ამ პერიოდში და ამ ვითარებაში, რაც დღეს საქართველოში და მთელ მსოფლიოშია, რთულია.

არის პერიოდები, როდესაც არის პროდუქციის გასაღება, მაგრამ არის პერიოდები, როდესაც ძალიან იკლებს მომხმარებელი. ამიტომ სტაბილურად სანამ არ გავალთ ბაზარზე, მანამდე გაფართოება გაგვიჭირდება.

-თქვენ რაზეც საუბრობთ, მუშახელის პრობლემა მუდმივია. თუ არის სექტორში მცდელობები, რომ ახალი მუშახელი გაიზარდოს პროფესიულად. ადამიანებმა ეს საქმე ისწავლონ და იპოვონ გარანტირებული სამსახური. თუ პირობითად კარგი მკერავი ხარ, აუცილებლად კარგ და მაღალანაზღაურებად სამსახურს იშოვი.

– ჩვენ გვქონდა ურთიერთობა სკოლებთან, სადაც საკმაოდ მაღალ დონეზე შეისწავლება კონსტრუირებაც და კერვაც და გასცემენ სერტიფიკატებს.
-ვინც სკოლას ამთავრებს, უკვე თავისთვის აქვს ყველაფერი  განსაზღვრული და დაგეგმილი. დღესდღეობით ყველა თავისას აკეთებს. ბევრი ამთავრებს სკოლას, მაგრამ არიან გამორჩეულები. შეიძლება სერტიფიკატი არ გქონდეს, მაგრამ ეს საქმე იმდენად გიყვარდეს, რომ  ბევრად უკეთ გამოგდიოდეს, ვიდრე განათლებამიღებულს.
ისეთი საქმეა, რომ როცა გიყვარს და სიყვარულით აკეთებ, მაშინ კარგი გამოგდის.

რა თქმა უნდა, კერვას და კონსტრუირებას აქვს თავისი წესები, რომელიც უნდა იცოდე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები