„საქართველოში ისეთი ფეხბურთელები მოვიდნენ, რომ ყაველაშვილის პოპულარობა დიდი ხანია დავიწყებულია…“ – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
„ის არავინ არ არის არც ფეხბურთში, არც ცხოვრებაში, არც პარლამენტში. ეს არის კაცი, რომელმაც გინების მეტი ვერაფერი დაგვამახსოვრა,“ – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი აირჩია. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გახდა.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის 225-მა წევრმა. მიხეილ ყაველაშვილმა 224 ხმა მიიღო. ბათილი იყო 1 ბიულეტენი. სახელობითი კენჭისყრა დღეს 09:00 საათიდან 14:00 საათამდე მიმდინარეობდა.
ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს
„გულმხურვალედ ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას“ – ნიკოლ ფაშინიანი