LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა დაფუძნდება

141

საქართველოში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა დაფუძნდება, რომელიც მავნებელ-დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების კარტოფილის სათესლე მასალის წარმოებას და მოსავლიანობის გაზრდას.

ამას ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს შორის   დღეს გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა დოქტორმა ბარბარა ველსმა.

როგორც ლევან უჯმაჯურიძემ განაცხადა, მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოში მეკარტოფილეობის  დარგის უკეთ განვითარებას ახალი, მათ შორის საადრეო, ჯიშების ინტროდუცირებას,   მოვლა მოყვანის  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც თავის მხრივ დაეხმარება ფერმერებს უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღებაში.

„კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი საქართველოს დაეხმარება კარტოფილის ელიტურ ჯიშებზე კვლევის ჩატარებაში, ნათესების და თესლის წარმოების ახალ მეთოდების განვითარებაში და  ასევე ფერმერებისთვის გაზრდილი შემოსავლების მიღებაში.“ – განაცხადა კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა,  ბარბარა ველსმა.

კარტოფილის საერთაშორისო  ცენტრის წარმომადგენლობის დაარსება საქართველოში ემსახურება პროგრამას  ,,ცოცხალი კარტოფილი კავკასიისათვის და აზიისთვის ’’, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, კარტოფილის არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი და დაავადებების მიმართ მედეგი ჯიშების კვლევას და ფერმერთა ცნობადობის ამაღლება კარტოფილის წარმოების საქმეში.

კარტოფილის საერთაშორიო ცენტრი ,,CIP‘’’, დაარსდა 1971 წელს. ცენტრის მიზანია განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის დაძლევა, ბუნებრივი რესურსების დაცვა, კარტოფილის კუტურების განვითარების ხელშეწყობა, რაც ითვალისწინებს კვლევას და ინოვაციებს მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში და სხვა შესაძლებლობების განვითარებაში.

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი არის სოფლის მეურნეობის კვლევის მსოფლიო პარტნიორობის ორგანიზაციის წევრი (CGIAR ). ეს კონსორციუმი აერთიანებს კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზრუნავენ. ამ ორგანიზაციის დონორები მოიცავს ცალკეული ქვეყნების ძირითად ფონდებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

magti 5g