LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 17% სარგებლობს

78
1747

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 17% სარგებლობს. კერძოდ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს სულ გაცემული იყო 620 408 პოლისი, რაც 17 575-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2018 წელს სულ გაცემული იყო ჯანმრთელობის დაზღვევის 553 675 პოლისი.

ამავე სტატისტიკით, 2020 წელს სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 267,6 მლნ ლარი შეადგინა. მოზიდული პრემიის მიხედვით, ბაზრის ყველაზე დიდი წილი „ჯიპიაი ჰოლდინგზე“ მოდის. კომპანიამ 2020 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში 74,29 მლნ ლარი მოიზიდა და შედეგად, ბაზრის 28% დაიკავა. მეორე ადგილზეა „იმედი L“-ი – 61,80 მლნ ლარით (23%), მესამეზე კი „არდი“ – 39,12 მლნ ლარით (15%).

ცნობისათვის, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g