საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსი 400-ზე მეტ ტურისტს დაუდასტურდა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გაზრდილი მობილობა შემთხვევბის ზრდის ერთ-ერთი რისკფაქტორია:
“დღეს საკოორდინაციო საბჭოს მივაწოდე ინფორმაცია, რომ ტურისტებში ბოლო ერთ თვეში ვირუსის 400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული.
ვაუწყე მათი იზოლირების შესახებაც. გაზრდილი მობილობა, რა თქმა უნდა, შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი რისკფაქტორია. 400 ტურისტიდან ვირუსი ზოგს ადგილზე, ზოგს შემოსვლის შემდეგ დაუფიქსირდა. შტამებზე ვერ გეტყვით.” – განაცხადა გამყრელიძემ.
დღესვე, ქვეყანაში ე.წ. “დელტა” შტამის გავრცელებაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.