LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

109
1584174338888058

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4960 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

დღეის მდგომარეობით, კორონავირუსისგან კიდევ 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა და  მათ რაოდენობა 1819-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 781 -ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g