LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 ადამიანი

79
thumbs-b-c-1e6f51ee7654cdd4c7f8dc982cd58196

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 1010-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენი და საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსი უკვე 885-მა ადამიანმა დაამარცხა. გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5640, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 244 ადამიანი იმყოფება.

რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა 41-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g