LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

122
კორონავირუსი-720x404

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 560 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 490 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 219 პირი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 560 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 769 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,34%, ბოლო 14 დღის – 1,62%, ბოლო 7 დღის –  1,77%.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 490 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 936-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.77%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 219 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 271 804-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 746 პირი ემსხვერპლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g