საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო აქცრა 4425 პირს ჩაუტარდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ამ დროისთვის აცრილია სულ 206 742 ადამიანი.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.
ქვეყანაში ამ პერიოდის განმავლობაში მოქალაქეები აიცრნენ ვაქცინებით: “ასტრაზენეკა”, “ფაიზერი”, “სინოფარმი” და “სინოვაკი”.
522 ახალი შემთხვევა, 1 074 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა