საქართველოში “კოვიდ 19”-ის კიდევ 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 496-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
გამოჯანმრთელებულია 149 ადამიანი, გარდაცვლილი კი 6.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 4833 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ სამია.