LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კრიზისის გადასაჭრელად ევროპარლამენტში არაფორმალური ჯგუფის შექმნა განიხილება

69
kubliusi

ევროპარლამენტში საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად არაფორმალური ჯგუფის შექმნა განიხილება. ინიციატივა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დევიდ სასოლს ეკუთვნის.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ სასოლიმ ინიციატივა საქართველოში არსებული სიტუაციით დაინტერესებულ ევროპარლამენტარებთან განიხილა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან და ყველა მათგანმა ჯგუფში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა.

ამასთან, კუბილიუსი იმედს გამოთქვამს, რომ შარლ მიშელის მისია წარმატებული იქნება.

“ამ ეტაპზე საქართველოში არ მივდივართ, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება. შეიძლება, ქართველები ჩამოვიდნენ აქ. დაეხმარება ეს პროცესს? ეს დამოკიდებულია იმაზე, სურთ თუ არა პოლიტიკურ ძალებს გამოსავლის მოძებნა. ჩვენ ძალიან გვინდა დავეხმაროთ საქართველოს. ძალიან ბევრი ემოცია და პრობლემაა, მაგრამ კომპრომისია საჭირო“.– განაცხადა კუბილიუსმა ტელეკომპანია „იმედთან“.

ქართული დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტის პარალელურად, თბილისში შარლ მიშელის მიერ გამოგზავნილი სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკება გრძელდება თბილისში. კრისტიან დანიელსონი მხარეებს შორის მოლაპრაკების მორიგ რაუნდს დღესაც გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g