LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემია გაიხსნება” – ზურაბ პოლოლიკაშვილი

202
BeFunky-collage - 2023-06-05T000659.716

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში „ნოესთან” განაცხადა, რომ საქართველოში მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემია გაიხსნება.

მისივე თქმით, მომავალი 5-7 წლის განმავლობაში ქართველ ბავშვებს ძალიან მაგარი შანსი ექნებათ.

„საქართველოში ატლეტიკოს აკადემია გაიხსნება, რომლის მხარდაჭერით ყოველწლიურად 10 ქართველი ბავშვი შეძლებს იცხოვროს და ითამაშოს მადრიდის „ატლეტიკოს“ საშინაო არენაზე – ვანდა მეტროპოლიტანოზე. ძალიან დიდი და სერიოზული პროექტია. ორი დღის წინ გვქონდა ბოლო მოლაპარაკება.  ვფიქრობ, მომავალი 5-7 წლის განმავლობაში ქართველ ბავშვებს ძალიან მაგარი შანსი ექნებათ”, – საუბრობს პოლოლიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g