LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მაღაზიები და რესტორნები ვადის ამოწურვასთან მიახლოვებულ, უვნებელ პროდუქტს აღარ გადაყრიან და უპოვრებს დაურიგებენ

105
sasadilo.jpeg

რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, სურვილის შემთხვევაში, 2022 წლიდან საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებენ. შესაბამისი კანონმდებლობის დარეგულირებასა და სისტემის გამარტივებაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს და მას პარლამენტში, სავარაუდოდ, ნოემბერში დააინიცირებს.

სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანს ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ პროექტს სამი მხარე ეყოლება: რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები; საქველმოქმედო ორგანიზაციები და სახელმწიფო.

„ჩვენ კომიტეტშია სამუშაო ჯგუფი შექმნილი. ვადის ამოწურვამდე საკვების ქველმოქმედების მიზნით გამოყენებასა და ასევე, სურსათის ბანკის შექმნის საკითხს ვამუშავებთ. ამ ეტაპზე, ექსპერტებისა და პროცესში ჩართული ორგანიზაციებისგან ველოდებით პირველი მონახაზის წარმოდგენას. საკითხს მხარს უჭერს არაერთი ქვეყნის საელჩო, მათ შორის საფრანგეთის, ბრიტანეთის. ამ ეტაპზე გვსურს ის პრობლემები დავაიდენტიფიციროთ, რასაც ჰორეკას სექტორი, მაღაზიათა ქსელი და სასტუმროები ამგვარი პროდუქციის დონაციისთვის გამოსაყენებლად აწყდებიან. ამ პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ კი ჩვენ შევქმნით სისტემას, მოდელს, რომელიც ყველა მხარეს გაუადვილებს, რომ ვადის ამოწურვასთან მიახლოვებული, თუმცა, საკვებად ვარგისი პროდუქტები ქველმოქმედებისთვის გამოიყენონ,“- ამბობს ნინო წილოსანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g