სასტუმრო „გალერი პალასში“ საქართველოს ბუნებრივი და ეკონომიკური კაპიტალის დასაცავად, მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვაზე იმსჯელეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა. პროექტს – „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი სასოფლო თემებისთვის საქართველოში“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვით ცენტრთან (REC) ერთად ახორციელებს და ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტი საქართველოს 4 მუნიციპალიტეტს: გორს, ყვარელს, საგარეჯოს და ქარელს მოიცავს.
შეხვედრაზე, მიწის დეგრადაციის პრევენციასა და შემცირებაზე, მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნების მიღწევის მხარდაჭერაზე და მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის განხორციელების გზებზე იმსჯელეს.