დღეს, 5 თებერვალს, თბილისის დროით 19:36 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 81 კმ-ში, სომხეთში 5.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.
ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ამავე ეპიცენტრულ ზონაში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში სახელმწიფო საზღვრიდან 79 კმ-ში, ასევე, მოხდა 4.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა, ხოლო, 80 კმ-ში – 3.8 (ML) მაგნიტუდის.
ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო.
