დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 06:12 საათზე დაფიქსირდა.
მისმა სიმძლავრემ კი 3.6 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციითვე, მიწისძვრის ეპიცენტრი ბორჯომთან იყო.
