საქართველოში, დმანისთან ახლოს 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეპიცენტრი დმანისის დასავლეთით, 22 კმ-ში, სოფელ ფარავანთან 8 კილომეტრში დაფიქსირდა.