საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები კვლავ დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ამჯერად, ნინოწმინდის რაიონი, სოფელი სამება იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ კი 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.
ცნობისთვის, 22 ივლისს საქართველოში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან დასავლეთით 9 კმ.-ში სოფელ გამარჯვებასთან იყო. მოგვიანებით, სოფელი ჭოეთთან დაფიქსირდა 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.