დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ წალკიდან 3 კილომეტრში, სოფელი ხრამჰესი იყო.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით, 10:08 საათზე მოხდა.