საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი კახეთში, დედოფლისწაროს დასავლეთით, სოფელ გამარჯვებასთან იყო.
მიწისძვრა ცენტრმა 22:25 წუთზე დააფიქსირა. მიწისქვეშა ბიძგის სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.
ბიძგები დაფიქსირდა თბილისშიც. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.