დღეს, რაჭაში, ქალაქ ონთან 3.4 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით, 11:30 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 3 კმ-ში, სოფელ ნაკიეთში დაფიქსირდა.
