საქართველოშიც ღამის პირველი საათისთვის (01:01 საათზე) მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, ეპიცენტრი ჩრდილოეთ ოსეთთან, ყაზბეგიდან 36 კილომეტრში იყო.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
