საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე წერს.
მისი ინფორმაციით, მიწისძვრა 13:46 საათზე დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ონია.
