საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 13:26 საათზე მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი, თბილისიდან 8 კილომეტრში, სოფელ ძეგვიდან 1 კილომეტრში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.
