საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 11:18 წუთზე ქალაქი ონიდან აღმოსავლეთით 4 კმ-ში, სოფელ ჯინჭვისში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.
