LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მომავლის პროფესიების სწავლება დაიწყეს

85

საქართველოში მომავლის პროფესიების სწავლება დაიწყეს. სასწავლო პროგრამას დაინტერესებულ პირებს საკონსულტაციო კომპანია Future Laboratory სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, Future Laboratory ახორციელებს ისეთი მომავლის პროფესიების სწავლებას, როგორიც არის 3D ბეჭდვა და მოდელირება.

”დღითიდღე იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებიც შექმნიან 3D ობიექტებს და შეძლებენ შექმნილი ნივთების პროტოტიპირებას. საერთაშორისო გამოცემები აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ 3D გრაფიკა იქნება მომავლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია”, – აცხადებენ Future Laboratory.

მათივე ცნობით, 3D გრაფიკის შესწავლა გულისხმობს გარკვეული კომპიუტერული პროგრამების სწავლებას, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს შექმნას სასურველი ნივთი, ამობეჭდოს ის 3D პრინტერზე და შემდეგ უკვე რეალურ ნივთად აქციოს.

როგორც Future Laboratory-ში განმარტავენ, 3D გრაფიკოსის პროფესია მთელს მსოფლიოში პოპულარულია და მასზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ”აღნიშნული პროფესიის ცნობადობა მზარდია საქართველოშიც. ჩვენს ქვეყანაშიც არიან 3D გრაფიკოსები, თუმცა მცირე რაოდენობით. მოთხოვნა დიდია, კადრების რაოდენობა კი მცირე. სწორედ ამ მიზნით შევქმენით ჩვენი სასწავლო პროგრამა, რომ ეს დეფიციტი ამოვავსოთ”, – აღნიშნეს საკონსულტაციო კომპანიაში.

მათივე ცნობით, Future Laboratory-ის სასწავლო პროგრამა მოსწავლეებისთვის შეიქმნა, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ სკოლას შეუძლია, დაუკავშირდეს აღნიშნულ კომპანიას და Future Laboratory ადგილზე, მათსავე სკოლაში განახორციელებს სწავლებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g