LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში მოპოვებული აღიარების შემდეგ, შტატების მხარდაჭერით $900 000 ინვესტიცია მოიზიდა და 2021 წელს უკვე $10 მილიონად იყო შეფასებული“ – აშშ-ის საელჩო ინჟინერ ანა რობაქიძის წარმატების შესახებ წერს

103
ანა რობაქიძე და კელი დეგნანი

აშშ-ის საელჩო საქართველოში, ქართველი ინჟინერი ქალის, ანა რობაქიძის წარმატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, მისმა კომპანიამ შტატების მხარდაჭერით $900 000 ინვესტიცია მოიზიდა:

„ქართველი ინჟინერი ქალის, ანა რობაქიძის დიდი წარმატება ერთად აღვნიშნეთ. მისმა კომპანია Theneo-მ საქართველოში მოპოვებული აღიარების შემდეგ შეერთებული შტატების მხარდაჭერით $900 000 ინვესტიცია მოიზიდა და 2021 წელს უკვე $10 მილიონად იყო შეფასებული.

ანა, ჩვენი FLEX პროგრამის მონაწილეცაა და შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვუჭერთ მხარს საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპებისთვის ხელსაყრელი გარემოს განვითარებას.“ – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g