საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მთელი საქართველოს მასშტაბით, იწყებს პროექტს ,,როგორ შევქმნათ სტარტაპი“.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შემდეგი ქალაქებიდან: ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, კასპი. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში დარგის პოპულარიზაცია, მსოფლიო ტრენდების გაცნობა და მათი იდეების განხორციელების ხელშეწყობა.
კურსის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: პროექტზე გუნდურად მუშაობა, ბაზრის კვლევა, პროდუქტის ტექნიკური აღწერის მომზადება და პრეზენტაცია, სხვადასხვა ბიზნეს მოდელის განხილვა და დისკუსიები, ფინალური პრეზენტაციები და ა.შ. პროექტი ხორციელდება Kings Georgia – თან ერთად და კურსს წარუძღვებიან საქართველოს წამყვანი და გამოცდილი ტრენერები, რომელთაც სტარტაპებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. კურსი გაიმართება ონლაინ რეჟიმში, ხოლო შემაჯამებელი შეხვედრები რეგიონალურ ტექნოპარკებში.
მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ აპლიკაცია https://forms.gle/tgEz9EcSSXsFx5Bj9
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 9 აგვისტოს 23:59 საათამდე. პროექტის ფარგლებში შეირჩევა 40 მონაწილე.