საქართველოში მსესხებლების 11,8%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2023 წლის მაისის სტატისტიკას აქვეყნებს.
მათი ცნობით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 228 183 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 463 440 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, მაისის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 932 796 ადამიანს აქვს, ჯამში 40 106 806 146 ლარის მოცულობის.
მსესხებლების 82.7% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, მაისის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 487 196 387 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 599 006 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 7.9 %-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 126 340-ია.
კიდევ 22 406 ადამიანს კი, ჯამში 468 200 490 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 4 278 ადამიანს უფიქსირდება.