LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანების სიმპოზიუმი გაიმართება

91

2-3 მაისს საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანების სიმპოზიუმი გაიმართება, ღონისძიების ორგანიზატორი კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს ფოსტაა.

როგორც ”ფორტუნას” საქართველოს ფოსტიდან აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 16 ქვეყნის, როგორიცაა: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ნიდერლანდები, ბელგია, ესპანეთი და სხვა, 24 მაღალი რანგის მენეჯერი, ასევე მსოფლიო საფოსტო კავშირისა და კოლოგრაფის წარმომადგენლები.

სიმპოზიუმის მთავარი თემაა საფოსტო ოპერატორების კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ელ. კომერციის განვითარება და ბაზარზე არსებული გამოწვევები.

ღონისძიება გაიმართება სასტუმრო “იოტაში“(თბილისი 0105, ლერმონტოვის ქ. 10), მედიისათვის ღონისძიება გაიხსნება 2 მაისს, 14:30 საათიდან 15:30 საათამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g