LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

96

2017 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 11,5 პროცენტით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ფასების 0,6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელში 0,51 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (5,2 პროცენტი) და ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე (4,0 პროცენტი).

ფასები შემცირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-1,0 პროცენტი). სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასების 4,2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და ჯგუფის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 11,4 პროცენტით და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში შეადგინა 9,42 პროცენტული პუნქტი. ფასების ზრდა დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (45,5 პროცენტი) და კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (6,7 პროცენტი);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 10,1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 1,40 პროცენტული პუნქტი შეიტანა;
• სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 18,0 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 0,73 პროცენტული პუნქტით აისახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g