LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი სრულად ვაქცინირებული ადამიანია

66
srulad

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, 10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 433 296 აცრაა ჩატარებული.

მათი ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 879 384 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 30.8%-ს შეადგენს.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, სრულად ვაქცინირებულია 553 912 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 19.4%-ია.

მათივე განმარტებით, 9 სექტემბერს აიცრა 24 325 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g