LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ნარინჯისფერი რთველი დასკვნით ფაზაში შედის

1

27 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 25,182 ტონა შეადგინა, გასული წლის ამავე პერიოდში კი 19,118 ტონა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (16,558 ტ) და უკრაინა (5,365 ტ), ასევე სომხეთი (2,641 ტ), უზბეკეთი (261 ტ), ყაზახეთი (138), ბელორუსია (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ).

უწყების ცნობითვე, მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდეა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 1-27 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 7,699 ტონა. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა 7,415 ტონას.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა. საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც (1501).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g