LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ონკანიანი ბოთლები გაიყიდება (+ფოტოები)

252

საქართველოში მალე ონკანიანი ბოთლები გაიყიდება. პროდუქციას უკრაინული კომპანია Glassgo აწარმოებს, მის ქართულ ბაზარზე რეალიზაციას კი შვილობილი კომპანია Glassgo Georgia ახორციელებს.

როგორც ”ფორტუნას” Glassgo-ს საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს, Glassgo Georgia ბაზარზე დაახლოებით 1 წელია გამოჩნდა და მინის ბოთლების, სურებისა და ბოცების რეალიზაციას ახდენს.

”Glassgo ცნობილი უკრაინული ბრენდია, რომელიც 15 წლის წინ დაარსდა და ახლა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია წარმოდგენილი. ერთ წელზე ცოტა ნაკლებია, რაც ამ ბრენდის წარმომადგენლობა საქართველოშიც გამოჩნდა. სასმელის მწარმოებელ კომპანიებს და არა მხოლოდ მათ, ვთავაზობთ ხარისხიან და ეფექტურ სურებს, ბოთლებსა და ბოცებს საკუთარი სასმელებისთვის”, – განმარტეს Glassgo Georgia-ში.

მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება ონკანიან ბოთლებს, ისინი ბაზარზე 2017 წლის დეკემბრიდან გამოჩნდება და Glassgo Georgia-ს ოფიციალურ მაღაზიაში, ასევე რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ქსელში გაიყიდება.

”Glassgo Georgia-ს ბოთლები ონკანის დამატებით ძალიან მოსახერხებელი იქნება არამხოლოდ მარნებისთვის, ბარებისთვისა და რესტორნებისთვის, არამედ მთავარ ატრიბუტად იქცევა ნებისმიერი დაგეგმილი ღონისძიებისთვის”, – აღნიშნეს Glassgo Georgia-ში.  

ცნობისთვის, უკრაინული კომპანია Glassgo უკვე 15 წელია დაკავებულია მინის ტარის წარმოებითა და გაყიდვით. კომპანიის ლოჯისტიკური ცენტრები განთავსებულია უკრაინაში, მოლდოვაში, რუსეთსა და საქართველოში. კომპანიის ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს: ბოთლები საცობებით ან ხრახნებით, სახელურებით და მათ გარეშე, სურები რელიეფური ნახატებით და სხვა დეკორაციებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g