LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ორი დღის მანძილზე ითოვებს

72

დღეს და ხვალ საქართველოში ითოვებს, ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენნტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 25-26 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი.

27 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ღამის მინიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია -7, -2, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -12, -7.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა იქნება -9, -7 გრადუსი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა 25-27 იანვარს დაბლობსა და ბარში იქნება -3, +2 გრადუსი.

28-31 იანვარს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. 29 იანვრიდან ყინვა შესუსტდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები