საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რიცხვმა, პირველი ორი კვარტლის განმავლობაში 811 მილონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. ასე შეაფასა ქვეყანაში არსებული ინვესტიციების შემოდინების პროცესი, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პრეზენტაციაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, არჩევნების წელს პირველად ხდება ინვესტიციების ასეთი ტემპით ზრდა, რაც მისი შეფასებით მნიშვნელოვანი ტენდენციაა
პრეზენტაციაზე დიმიტრი ქუმსიშვილამა 20 ივნისს „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული ეკონომიკური ფორუმი გაიხსენა, სადაც საუბარი იყო კვლევებზე, რომლითაც ფასდებოდა საქართველოს ბიზნეს გარემო. კერძოდ, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება 2015 წლის ნოემბერში IFC-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე გაამხავილა, რომელის თანახმადაც 900-მა ბიზნესმენმა, დასმულ კითხვებზე: აპირებთ თუ არა თქვენი ბიზნესის გაფართოებას, აპირებთ თუ არა თქვენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რა გეგმები გაქვთ მომავალში? -დადებითი პასუხები გასცა, რაც ქუმსიშვილის აზრით, 2016 წლის მეორე კვარტალში, ქვეყანაში ინვესტიციების განხორცილებით დადასტურდა.
„2016 წლის მეორე კვარტალში კერძო სექტორმა დაასაქმა 32 ათასი ადამიანით მეტი, ვიდრე ეს იყო 2015 წლის მეორე კვარტალში. მოგეხსენებათ, კვარტალი კვარტალთან დარდება ყოველთვის და 601 ათასი ადამიანი გვყავს ჩვენ დასაქმებული კერძო სექტორში, რაც ძალინ დიდი შედეგია და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ – კერძო სექტორს, ბიზნესმენებს ნდობისათვის, რომელსაც უცხადებთ ჩვენს მთავრობას და უცხადებთ იმ კურსს, რა კურსიც ჩვენ გვაქვს აღებული. როდესაც არსებობს ნდობა და ხედვა, თუ საით მიდის საახელმწიფო, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ წინასაარჩევნო წელიწადს გეზრდებოდეს დასაქმება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.