IMedia Hub-ისა და Coub Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოში პირველად გაიმართება 2017 წლის Coub-ის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება წლის საუკეთესო, ყველაზე სახალისო ქართული ქოუბები და გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში.
წარმოდგენილი იქნება ექვსი ნომინაცია:
საუკეთესო ქართველი ქოუბერი;
საუკეთესო რადიო ქოუბი;
საუკეთესო Mashup;
საუკეთესო ქოუბი ქართულ თემატიკაზე;
საუკეთესო დაუფასებელი ქოუბი;
სპონსორის, Menu.ge-ს რჩეული.
ღონისძიების მიზანია პლატფორმა Coub-ის პოპულარიზაცია ქართულ ბაზარზე და მისი, როგორც ახალი სოციალური არხის პოტენციალის წარმოჩინება და ქართველი ქოუბერების წახალისება.
Coub Georgia Award 2017-ის გენერალური სპონსორია VEON Gerogia. VEON ქართულ ბაზარზე პირველი კომპანიაა, რომელიც პლატფორმა Coub-ს მარკეტინგული აქტივობებისათვისა და სოციალურ მედია არხად იყენებს.
Menu.ge დაჯილდოებაზე საკუთარ რჩეულს გამოავლენს და სპონსორის პრიზს გადასცემს. კომპანიის მიზანია, წაახალისოს საკუთარი სეგმენტი – ინტერნეტისა და მარტივი აპლიკაციების მომხარებელი ახალგაზრდები.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭრები არიან: Marketer.ge, adjaranet.com, CHCHX Production, Radio Fortuna FM 106,9 და პირველი არხი.
ღონისძიება ჩატარდება 17 თებერვალს, ფაბრიკაში, 19:00 საათზე. ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოსაწვევის მიღების შემთხვევაში, მოსაწვევის მისაღებად დარეგისტრირდით: http://bit.ly/2ErrqbX
**რეგისტრაციის დროს უპირატესობა მიენიჭებათ ქოუბის აქტიურ მომხარებლებს და რეგისტრაციის თარიღს.