LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველი კრეატიული პრო ბონო მარათონი გაიმართა

51

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა,  საქართველოს პრო ბონო ქსელთან თანამშრომლობით, საქართველოში პირველი კრეატიული პრო ბონო მარათონი მოაწყო. ღონისძიება  გლობალური პრო ბონო კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს,  პრო ბონო მარათონი არის ექსკულუზიური ერთდღიანი საკონსულტაციო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც პრო ბონო კომპანიების პროფესიონალთა გუნდები მუშაობდნენ ბენეფიციარ სამოქალაქო ორგანიზაციებთან, სოციალურ საწარმოებთან მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

მათივე ცნობით, კრეატიული სააგენტოების- ABK; Betterfly; Holmes & Watson; Leavingstone; JWT Metro; Saatchi & Saatchi; Windfor’s პროფესიონალებმა ბენეფიციარი სოციალური საწარმოებისათვის უსასყიდლოდ იმუშავეს ინოვაციური და კრეატიული მარკეტინგული სტრატეგიების შესამუშავებლად. ბენეფიციარი სოციალური საწარმოები: ავტოლაიფი; ბაბალე; ბემონი; ეთნოდიზაინი; იკორთა; კოდალა; ფარშევანგი.

ცნობისთვის, ღონისძიებას მასპინძლობდა საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო. პრო ბონო კრეატიული მარათონის მხარდამჭერები იყვნენ:ვისოლ ჯგუფი”, ”ძმები ასკანელები,” ”IDS ბორჯომი საქართველო” და  ”ფრონტლაინ კლუბი”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g