საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალიზმი უნდა დასრულდეს. ამის შესახებ გახარიამ ტვიტერში დაწერა.
როგორც ყოფილი პრემიერ მინისტრი წერს, ეს მნიშვნელოვნად აფერხებს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას.
„პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალიზმი, რომელიც აფერხებს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, უნდა დასრულდეს. 1991 წლის 31 მარტი საქართველოს ისტორიაში კრიტიკული მომენტია, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ შორის მათაც ვინც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირეს მხარი“, – წერს გიორგი გახარია.