გერმანელი ევროპარლამენტარი და „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერი საგარეო საქმეთა საკითხებში, მიხაელ გალერი თბილისში, სპეცრაზმის მიერ საპროტესტო აქციის დაშლას ეხმაურება და წერს, რომ „საქართველოში რეჟიმი ლუკაშენკოსა და პუტინის მსგავსად იქცევა“.
„ამასობაში საქართველოში რეჟიმი ლუკაშენკოსა და პუტინის მსგავსად იქცევა“, – წერს მიხაელ გალერი სოციალურ ქსელში.