საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთში, კონკრეტულად კი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო.
ყურძნის მოსავალს კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში ყურძნის შესაბამის კონდიციაში შესვლის მიხედვით ეტაპობრივად აიღებენ.
საკოორდინაციო შტაბში 200-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან.
რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჭარბ ყურძენს, ხარისხის მიხედვით, დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად.
ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.