LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საარსებო მინიმუმი 254,5 ლარს შეადგენს

120
სიღარიბე (1)

2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 80 თეთრით გაიზარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 254,5 ლარი იყო მაშინ, როცა 2023 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 253,7 ლარს შეადგენდა.

2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2023 წლის ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 80 თეთრით არის შემცირებული. 2022 წლის ივნისში საარსებო მინიმუმი 255,3 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის მიმდინარე წლის მე-6 თვეში 225,4 ლარით განისაზღვრა. მაშინ როცა 2023 წლის მაისში – 224,7 ლარი, ხოლო 2022 წლის ივნისში – 226,1 ლარი იყო.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები